fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იუსტიციის სახლი ახალშობილთა მშობლებისთვის 25-ლარიანი ვაუჩერის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

10:21 დეკემბერი 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

იუსტიციის სახლი ახალშობილთა მშობლებისთვის 25-ლარიანი ვაუჩერის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სამარცხვინოა ის, რომ მსგავსი საკითხი დასაცინი გახდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სოციალურად დაუცველ ახალშობილებს ეხებათ.

„როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი სს „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახორციელებს პროექტს „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მშობლებს დაბადების მოწმობასთან ერთად, რომელიც ახალშობილის პირველი დოკუმენტია, იუსტიციის სახლიდან საჩუქრად ატანენ სხვადასხვა ნივთებს და ფულად ვაუჩერს.

იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა.

კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც  უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი “გეფასთან” ერთად გასცემს საჩუქრებს.  დღემდე, მოქმედი პროექტით 15000 პირმა უკვე ისარგებლა. გუშინ კი, იუსტიციის სახლმა  სს „გეფასთან“ განაახლა მემორანდუმი და პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო გახდა.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ პროექტის  დისკრეტიდაცია სცადეს, რომლითაც 2016 წლიდან დღემდე 15 000 პირმა უკვე ისარგებლა.

იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 25 ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად  და ის არის არა დახმარება, არამედ  საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებითვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა.

ინფორმაციისთვის, პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს:

·         სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.

·         სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: იუსტიციის სახლი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

იანვარი 1, 2022
796
მთავარი ამბავი

1 თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის შეცვლას უფასოდ შეძლებთ

აგვისტო 30, 2021
1.1k
საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ადგილზე მომსახურების სერვისი განაახლა

ივნისი 8, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია