ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“. 25 ნოემბერს თუ მსოფლიოს 5-6 ქვეყანაში იყო გამოვლენილი, პრაქტიკულად 2 კირის შემდეგ უკვე 52 ქვეყანაში ფიქსირდება ეს ახალი მუტაცია, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ალბათ მომდევნო დღეების ან კვირების განმავლობაში საქართველოშიც დაფიქსირდება „ომიკრონი”. ბუსტერ დოზების უფრო აქტიური გამოყენება არის ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება. ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.











