დღეში 1 500 ინფიცირებული ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ისევ ჩვენთანაა, არ გამქრალა, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გადაიარა.
„დღეში 1 500 ინფიცირებული ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ისევ ჩვენთანაა, არ გამქრალა, ეს რიცხვი საქართველოსთვის ძალიან დიდია. სავარაუდოდ მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა და ეს იყო 5 მაისს, მაგრამ 1 500 ინფიცირებულის ფონზე, ქვეყანაში გვქონდეს 100 ათასი ვაქცინა და ჩვენ მას არ ვიყენებდეთ, ვფიქრობ ეს არასწორია. ამიტომ ჩვენ ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ და სასურველია რომ მომდევნო კვირას „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.











