პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იახო ხვიჩიას განცხადებით ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან წასვლით გუნდის შიგნით არაფერი შეიცვლება.
მისივე თქმით, ივანიშვილს პარტიაში ნომინალური თანამდებობა ეკავა და ახლა თანამდებობის გარეშეც იგივეს გააგრძელებს, თუმცა ვერავინ ეტყვის, რომ “პარტიის თავმჯდომარე არ ხარ შენ ახლა, ძმაოო”.
“უბრალოდ, ნომინალური თანამდებობა ეკავა პარტიის თავმჯდომარის. ახლა თანამდებობა არ ექნება, მაგრამ იგივეს გააგრძელებს. წარმოგიდგენიათ, ბიძინა ივანიშვილი უცებ, წასულიყო ქვეყნიდან, რა დარჩება ქართული ოცნებისგან? საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არ არის მართალი. რად უნდა ეს თანამდებობა. ივანიშვილი რომ არ იყოს პარტიის თავმჯდომარე, ვინმე იტყვის, პარტიის თავმჯდომარე არ ხარ შენ ახლა, ძმაო, და ბევრს ნუ ლაპარაკობო? ხო არ არსებობს ასეთი საჭიროება. გუნდის შიგნით არაფერი შეიცვლება ივანიშვილისთვის”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული საჯარო წერილიდან ცნობილი გახდა, რომ ის პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.











