საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არჩევნები შედეგებს ვიდეომიმართვით ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი ამბობს, შედეგებს ახლა საზოგადოებრივი რეაქციით უნდა გაეცეს პასუხი.
„ქართველმა ხალხმა გუშინ უარი უთხრა აბსოლუტური უმრავლესობით ივანიშვილს, ივანიშვილმა აიღო და უბრალოდ ბანალურად ღამე მოიპარა თქვენი გამარჯვება, გადაწერა ოქმები. მე მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდობას. საერთოდ არაფერი მინდა ჩემთვის. დავანებოთ თავი უფროს თაობას. თქვენ თავისუფალ საქართველოში გინდათ ცხოვრება თუ აღარ გინდათ, რომ საქართველო იყოს თქვენი მომავალი საცხოვრებელი ადგილი? ახლა თუ ივანიშვილს საზოგადოებრივი რეაქციით პასუხი არ გაეცა, საქართველო როგორც თქვენი ქვეყანა წყვეტს არსებობას და ბოლომდე გავხდებით რუსეთის საზიზღარი კლასის პოლიტიკური დანამატი.
გავრილოვის ღამეს თქვენ იბრძოლეთ და დაანახეთ მთელ მსოფლიოს საქართველოს ღირსება. ახლა არის ეს მომენტი. პოლიტიკოსების გულისთვის არა, თქვენი სამშობლოს გულისთვის. ამოვიღოთ ყველამ ხმა. ეს ქურდობა, თავხედობა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. საქართველო ახლა საფრთხეშია, გთხოვთ, ყველამ ამოვიღოთ ხმა“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
12:00 საათის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48,29%%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26,54%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,8%% აქვს.
სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 169 უბნის მიხედვით.











