დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფის ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარს მარიკაშვილის განცხაებით, ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და გირაოს ოდენობა გასაჩივრდება.
“გავასაჩივრეთ როგორც გირაოს ოდენობა და ვითხოვთ უფრო ნაკლები გირაოს გამოყენებას ასევე გავასაჩივრეთ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ორივე ნაწილში მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მკაცრი ღონისძიებები და არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს, არამედ დასჯის ეფექტი უნდათ რომ მოახდინონ”, – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
შეგახსენებთ, გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან 28 იანვარს გაათავისუფლა.











