დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისის მონაცემებით, ერთჯერად აცრილებში 0.9% რეინფიცირება, ორჯერადად აცრილებში კი 0.3%- ია.
„ისინი იგივე „დელტა“ შტამზეც მუშაობენ. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ეს ვაქცინა იგივე „დელტა“ შტამთან მიმართებით მოქალაქეებს დაიცავს ჰოსპიტალიზაციისგან, დიდი ალბათობით რეანიმაციაში მოხვედრისგან, დამძიმებისა და სიკვდილიანობისგან.
ეს ვაქცინები მუშაობენ „დელტა“ შტამზე. რაც შეეხება იმას, გვაქვს თუ არა რეინფიცირება აცრის შემდეგ? გვაქვს. სექტემბერშიც გამოვაქვეყნებთ ალბათ ივლის-აგვისტოს თვის მონაცემებს. ივნისის მონაცემებით, ერთჯერად აცრილებში გვქონდა 0.9% რეინფიცირება, ორჯერადად აცრილებში 0.3%. ეს თითქმის თანაბარი იყო ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ივნისის ჩათვლით ადმინისტრირდებოდა. მაშინ ცოტა გვქონდა „ფაიზერი“ 30 ათასამდე დოზამდე, მეტი იყო ჩინური ვაქცინები და „ასტრაზენეკა“. ახლა უფრო მეტი დოზები ივლისსა და აგვისტოში გაკეთდა და სექტემბერში ახალ მონაცემებს გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.











