fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იზრდება თუ არა ეკონომიკა? – რა თქვა გიორგი ქადაგიძემ და რას პასუხობს ეკონომიკის ექსპერტი

12:49 სექტემბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
855
ნახვა

სააკაშვილის ახალი ვიდეო მიმართვიდან ელვისებურად, თითქოს დაწერილი სცენარიაო, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, იგივე სტილში და ციფრების მანიპულაციაზე დაფუძნებული პოსტი დადო თავის კედელზე,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მთლიანი შიდა პროდუქტის აშშ დოლარში გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და ციფრების მანიპულაციაზე აგებული პოსტის მთელი დედააზრი ის არის, რომ კეთილდღეობის გაზომვა მიმდინარე ფასებში აშშ დოლარში მთლიანი შიდა პროდუქტის დემონსტრირებით განიზრახა(GDP, Current $), რაც დიდწილად კონკრეტულ პერიოდში ადგილობრივი ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის მაჩვენებლით გამოითვლება.

გიორგი ცუცქირიძე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს პუნქტობრივად პასუხობს.

„თუ მაინდამაინც მიმდინარე ფასებში გვსურს კეთილდღეობის გაზომვა, მაშინ უნდა დავაკვირდეთ მის დინამიკას მიმდინარე საერთაშორისო დოლარის ფასებში(Current International $) ან ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით( Current International $, PPP), რადგან უფრო სასარგებლოა, როდესაც ერთმანეთთან შედარებულია ცხოვრების დონის განსხვავებები.

ეს ორივე მაჩვენებელი კი ბოლო 7 წლის მანძილზე 2012-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გიორგი ქადაგიძე – მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ ნომინალში) 1995 წელს იყო 2,7 მილიარდი დოლარი, ხოლო 2003 წელს – 5 მილიარდი.

სამთავრობო ვალმა 2003 წელს, შეადგინა მშპ-ს 40%; სიმართლე -მშპ მილიარდი საერთაშორისო დოლარიდან 1997 წელს 11.17 მილიარი აშშ დოლარიდან, 2003 წელს 16,431 მილიარდ საერთაშორისო აშშ დოლარამდე გაიზრდა ანუ 5, 32 მილიარდი დოლარით, ანუ 1,47 ჯერ და არა 1.85 ჯერ; სამთავრობო ვალმა 2003 წელს, შეადგინა მშპ-ს 58 %; (წყარო, მსოფლიო ბანკი); გიორგი ქადაგიძე – 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა ტოვებს 16,5 მილიარდიან ეკონომიკას და სამთავრობო ვალს 30% ოდენობით. სიმართლე – 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა ტოვებს 36,6 მილიარდ საერთაშორისო დოლარიან ეკონომიკას და სამთავრობო ვალს 31 %-ის ოდენობით .

გიორგი ქადაგიძე – ქართული ოცნება 2020 წელს დაასრულებს ისევ 16,5 მილიარდიანი ეკონომიკით და 50%-იანი სამთავრობო ვალით.

მოქალაქეთა კავშირი (1995-2003) ეკონომიკა გაზარდა 2ჯერ, ნაციონალური მოძრაობა (2003-2012) ეკონომიკა გაზარდა 3 ჯერ, ვალი შემცირდა 10%-ით. ქართული ოცნება (2012-2020) ეკონომიკა არ გაზრდილა, სამთავრობო ვალი გაიზარდა 20%-ით.

სიმართლე – ქართული ოცნება 2020 წელს დაასრულებს არა 16.5 მილარდი აშშ დოლარით, არამედ 58.1 მილარდი საერთაშორისო დოლარით. მოქალაქეთა კავშირის დროს ეკონომიკა გაიზარდა 1.47 ჯერ, ნაციონალური მოძრაობის დროს(2003-2012) ეკონომიკა რეალურად გაიზარდა 2 ჯერ და არა 3 ჯერ;

ქართული ოცნება (2012-2020) ეკონომიკა საერთაშორისო დოლარებში გაიზარდა 36,6 მილიარდიდან 58,1 მილიარდ საერთაშორისო დოლარამდე, ანუ 21,7 მილიარდით, 1.6 ჯერ. ხოლო თანხობრივად ოცნების 7 წლიანი პერიოდი უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე ნაციონალების მართველობის პერიოდი.

რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით შეფასებას, ეს მაჩვენებელიც ბოლო 7 წლის მანძილზე 2012-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წლისათვის ეკონომიკა მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2012 წელთან შედარებით თითქმის ერთ-ნახევარჯერ იზრდება (48.8%-ზე მეტით).

ფონდის შეფასებით 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12 200 დოლარს გადააჭარბებს, მაშინ როცა 2012 წელს 8200 დოლარის მიდამოში იყო!

მსოფლიო ბანკის ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით კი 2012 წელს თუ 9,82 ათასი იყო, 2019 წლის ბოლოს 15,6 ათასი, ანუ გაზრდილია 1.6 ჯერ! სამთავრობო ვალის ზრდას რაც შეეხება, იგი დამოკიდებულია მის მიზნობრივ მაჩვენებლზე ანუ თუ რაში იხარჯება და თუ ის მიდის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ახდენს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და საერთოდ ვალის პარადიგმა არის მოძველებული, რადგან იგი როგორც წესი გრძელვადიანია, და ქვეყნის კრედიტუნარიანობაზეა დამოკიდებული.

იაპონიის საგარეო ვალის სიდიდე მშპ-სთან 250 % კი აღწევს. (წყარო, მსოფლიო ბანკი); პ.ს დასკვნები თავად გამოიტანეთ, შეგიძლიათ თავად დაგუგლოთ და ნახოთ”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია