საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ვაქცინით ექიმები აიცრებიან.
„ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გრაფიკი გვაქვს გაწერილი. უპირველეს ყოვლისა, აიცრებიან ექიმები. შემდეგ უკვე დანარჩენი რისკ-ჯგუფები. ვაქცინების გადანაწილება დიდ ქალაქებში მოხდება. ეს ქალაქები უკვე დადგენილია,“ – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტიდან შემოვა.










