ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ქვეყნებს კოლექტიური ვალდებულებისკენ მოუწოდებს, რომ მომდევნო 100 დღეში სამედიცინო მუშაკებისა და მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანების ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში დაიწყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მთავრობებს, მწარმოებლებს, სამოქალაქო საზოგადოებებს და რელიგიურ ლიდერებს ვაქცინაციისთვის მასობრივი მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
გებრეისესუსის განცხადებით, მწარმოებლებმა ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა, „კოვაქსით“ უნდა გაანაწილონ და ორმხრივი შეთანხმებებისგან თავი უნდა შეიკავონ.











