WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის იმედია აქვს, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი 2 წელიწადში დასრულდება.
ინფორმაციას SKYNEWS-ი ავრცელებს.
„1918 წლის ესპანური გრიპის პანდემია 2 წელიწადში დამთავრდა. ჩვენს სიტუაციაში, მეტი ტექნოლოგიითა და კავშირებით, ვირუსს გავრცელების უფრო კარგი შანსები აქვს. მას სწრაფად გადაადგილება შეუძლია. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ცოდნა და ტექნოლოგია, რომ ის შევაჩეროთ“,- განაცხადა მან.











