ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი ევროპის 22 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
„ისევე როგორც ყველა ვირუსი, „კოვიდ-19“-იც დროთა განმავლობაში შეიცვალა. მე ვხვდები ამასთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას. ევროპის 22-მა ქვეყანამ უკვე აღმოაჩინა „კოვიდ-19“-ის ეს შტამი“, – განაცხდა კლუგემ.
მან ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროპის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.











