ჯანმო კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გადაცემის შესახებ დამატებით ინფორმაციას რამდენიმე დღეში მიიღებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვემ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცე;ლებს.
როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, ახალი ვარიანტი უფრო გადამდები შეიძლება იყოს, ვიდრე დომინანტური „დელტა“ ვარიანტი. მისი თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ შტამი უფრო მძიმე დაავადებას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სუმია სვამინატანი კი მიიჩნევს, რომ რომ არსებული ვაქცინები ახალი ვარიანტის წინააღმდეგ იმუშავებს.