ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა მოყვეს.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას მაშინ, როდესაც მსოფლიოში კოვიდის ახალი ვარიანტებია და ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ დაბალია, შესაძლოა, ვირუსის შემთხვევების მატება მოყვეს. რაც ახლა ინდოეთში ხდება შეიძლება ყველგან მოხდეს“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა.











