ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, კორონავირუსის შტამებს ბერძნული ანბანი შეუსაბამოს. ჯანმოში აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით სურთ ქვეყნების სტიგმატიზაცია თავიდან აირიდონ. ინფორომაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
„არცერთი ქვეყნის სტიგმატიზირება არ უნდა მოხდეს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ კოვიდის ახალი შტამი აღმოჩნდა“,- განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, მარია ვან კერჰოვემ.
შესაბამისად, დღეიდან ვირუსის ბრიტანული ვარიანტი ბერძნული ანბანის პირველი ასოს შესაბამისად, ალფად იქნება მოხსენიებული, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი ბეტა, ბრაზილიური – გამა, ხოლო ინდურ ვარიანტს დელტა დაერქმევა. თუმცა, ანბანის შესაბამისად მოხსენიება არ ჩაანაცვლებს, შტამების მეცნიერულად დადგენილ ოფიციალურ დასახელებებს.
Today, @WHO announces new, easy-to-say labels for #SARSCoV2 Variants of Concern (VOCs) & Interest (VOIs)
They will not replace existing scientific names, but are aimed to help in public discussion of VOI/VOC
Read more here (will be live soon):
https://t.co/VNvjJn8Xcv#COVID19 pic.twitter.com/L9YOfxmKW7— Maria Van Kerkhove (@mvankerkhove) May 31, 2021











