ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Sinovac-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.
„საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცება გულისხმობს, რომ ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს“,- ნათქვამია ჯანმოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა.











