„ვაქცინების უთანასწორო წარმოებისა და განაწილების გამო ამჟამად კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ვაქცინების ნაციონალიზმი არაეფექტურია ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. განსაკუთრებით კი ისეთი ვირუსის, რომელიც თანდათან უფრო იკრებს ძალებს და ადვილად გავრცელებადი ხდება. დღესდღეობით, მილიონიბით სამედიცინო პერსონალი ჯერ კიდევ არაა ვაქცინირებული. ეს ძალიან ცუდია. ვაქცინების უთანასწორო წარმოებისა და განაწილების გამო კი ამჟამად კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ. ეს არ უნდა ყოფილიყო ასე და არც ასე უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა გებრეიესუსმა.











