„ვაქცინები მნიშვნელოვანი იარაღია, თუმცა არა ერთადერთი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ვაქცინები მნიშვნელოვანი იარაღია, თუმცა არა ერთადერთი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და მომავალშიც ბევრჯერ გავიმეორებთ. აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება, პირადი ჰიგიენა, ტესტირება, იზოლაცია, კარანტინი. რადგან სწორედ ამ საშუალებების მეშვეობით შევძლებთ ინფექციის შეჩერებასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას“,- განაცხადა გებრეიესუსმა.











