სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი „ფეისბუქში“ წერს:
„19 აპრილის შეთანხმება სახავს საუკეთესო გზას იმ რეფორმებისათვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს და დაეხმარება საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკურ გზაზე; სწორედ ამიტომ, საქართველომ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში შეიტანა შეთანხმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, – წერს აპატურაი.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შესახებ, სხვა დასავლელი პარტნიორების ნაწილმაც გააკრიტიკა.










