ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ apnews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თანამდებობის დატოვების შემდეგ ბეზოსი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს შეასრულებს.
კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორი კი ენდი ჯესი გახდება.
ცვლილებები 2021 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება.










