დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
„რამდენჯერ უნდა მკითხოთ, გუშინ ხომ დამხვდით, მკითხეთ, დაგიდასტურეთ. დღეს აგერ, თქვენ წინაშე ვარ და ვლაპარაკობ, ჯერ არ გადავმდგარვარ და რა ვქნა. თუ ძალიან გინდათ მითხარით, თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას რომ ძალიან მინდა, რომ ამირან გამყრელიძე გადადგეს, იქნებ გაგიწიოთ ანგარიში მერე”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.











