ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წლის ბოლომდე ქვეყანაში ვაქცინის “სერიოზული რაოდენობა” იქნება შემოტანილი.
მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროგნოზი კეთილსაიმედოა.
“კარგი არ არის, რომ ჯერ ვერ დავიწყეთ ვაქცინაცია, მაგრამ პროგნოზი კეთილსაიმედოა. როცა დაიწყება, დაიწყება ისე, რომ ეტაპობრივად გაგრძელდება და წლის ბოლომდე, მე არ ვიცი ახლა 60-65%-ის აცრა მოხერხდება თუ არა, მაგრამ ძალიან სერიოზული რაოდენობა იქნება ვაქცინის შემოტანილი”, – განაცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.











