კახეთის რეგიონის ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კორონავირუსით თანამშრომლების ჯგუფური ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა.
კორონავირუსი ერთდროულად, ერთი სამსახურის, სამ თანამშრომელსა და მათი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.
ინფიცირებულებს შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი გოგონები არიან. თანამშრომლების ინფიცირების წყარო, ერთ-ერთის ოჯახის წევრი გახდა, რომელიც სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი.
ინფიცირებული პირებიდან, ნაწილი მკურნალობას, ბინაზე, ნაწილი, კოვიდსასტუმროში, ერთი კი კოვიდკლინიკაში გადის.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთში, ჯგუფური ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











