ვეჭვობ, ამას სერიოზულად აღიქვამდეს ვინმე, – ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი საბა ბუაძე “გირჩის” მიერ შემოთავაზებულ 7-პუნქტიან გეგმას.
საბა ბუაძე “გირჩის„ ლიდერების განცხადებებს კომედიური ჟანრის ფილმებს შეადარა.
„ჩვენი ძირითადი ყურადღება ფოკუსირებულია მიშელის მიერ შემოთავაზებულ ექვსპუნქტიან გეგმაზე, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა, „გირჩის“ შემოთავაზებული 7-პუნქტიანი გეგმაა თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ ვეჭვობ, ამას სერიოზულად აღიქვამდეს ვინმე, როგორც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალებას. მიხარია, რომ ვიღაცა ამ კრიზისის ფონზე ჯერ კიდევ კარგ ხასიათს ინარჩუნებს და შეუძლია, ასეთი კომედიური მოქმედებებით საზოგადოება გაახალისოს. ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაძლევს შექმნილი სიტუაცია ოპტიმიზმის საფუძველს და ზუსტად ამიტომ ამ რაღაც სასაცილო ინიციატივებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯიმ ქერის ფილმებს სერიოზულად ხომ ვერ შეხედავ, სიცილის გარეშე და ასევე სერიოზულად მათ კომენტარებს პირადად მე ვერ აღვიქვამ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.











