„მოვუწოდებ ყველა გუბერნატორს, მერს, ადგილობრივ ლიდერს, დააბრუნეთ პირბადის ტარების წესი. გთხოვთ, ეს პოლიტიკა არაა“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ზოგიერთმა შტატმა სავალდებულო პირბადის ტარების წესი გააუქმა.
„კორონავირუსის სერიოზულობის ვერ შეფასება, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, უფრო მეტ სიკვდილს და ახალ შემთხვევას გამოიწვევს. მინდა ყველა ამერიკელმა თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში. გაიკეთეთ პირბადე, ეს თქვენი პატრიოტული მოვალეობაა. სწორედ ეს დაგვეხმარება ნორმალურ ცხოვრებას მალე დავუბრუნდეთ“,- განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში ვირუსით 31,033,801 ადამიანი დაინფიცირდა.











