აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„დღევანდელი ჩემი მოწოდება ძალიან მარტივია – გაიკეთეთ ვაქცინა“,- აცხადებს ბაიდენი.
მისივე თქმით, 19 აპრილიდან ვაქცინა მოზარდებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ი კორონავირუსის 31,560,438 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 570,260 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











