იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს შემოვა.
მისი განცხადებით საუბარია 50 000 დოზაზე, რაც 50 000 ვაქცინირებულ ადამიანს უდრის.
“ჯონსონის ვაქცინა უნდა შემოვიდეს არაუგვიანესი ოქტომბრის ბოლოს. მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ არამგონია ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ვაქცინაციის პროცესზე
ამ ვაქცინას გააჩნია დიდი კომფორტი, რაც ერთჯერადად ვაქცინირებას გულისხმობს,”- აცხადებს ივანე ჩხაიძე.











