fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ თარგების რეაბილიტაცია დასრულდა

20:21 ნოემბერი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
809
ნახვა

თბილისის მერიამ ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„სამგორის რაიონში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. ალბათ, ყველამ იცით ეს ტერიტორია – აეროპორტის გადასახვევთან არსებული სკვერი, სადაც მონუმენტი „ადამიანი და მზე“ დგას. მონუმენტი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა, განათდა, ტერიტორია გამწვანდა, დამონტაჟდა განათების სისტემები. დარჩენილია პატარა დეტალები, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ეს ის ადგილია, რომელსაც პირველად ხედავენ დედაქალაქში აღმოსავლეთ საქართველოდან, ასევე, აეროპორტიდან შემომსვლელი სტუმრები. ეს ტერიტორია იყო გაუბედურებული, დანგრეული. დღეს ეს ყველაფერი განახლებულია და ვიზუალური თვალსაზრისითაც ძალიან ლამაზი სივრცე შეიქმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სარწყავი სისტემა მოეწყო, 4 713 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და სხვადასხვა სახეობის 2 410 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. პირველი თარგი მოეწყო ტერასულად, შეიქმნა მრგვალი კლუმბების კომპოზიციები. ამავე თარგში განახლებული დიზაინით, ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ახალი საინფორმაციო ბანერი განთავსდა, ხოლო მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება.

კახეთის გზატკეცილზე ძირითადი აქცენტი დენდროლოგიურ ნაწილზე, სარწყავი სისტემის მოწყობასა და განათებაზე გაკეთდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, 21 777 მწვანე ნარგავი დაირგო და 48 725 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი.

რაც შეეხება „ადამიანი და მზის“ მიმდებარე ტერიტორიას, მონუმენტთან არსებულ თარგში მოეწყო დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა და განათება. ასევე, განხორციელდა თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. ორივე თარგში მოეწყო ლენტური განათებები და დამონტაჟდა გრუნტის პროჟექტორები. აღნიშნულ ტერიტორიაზე 425 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო. ამასთან, ჰიდროთესვის პრინციპით, 24 300 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი.

„ადამიანი და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციის პროექტზე დაახლოებით, ოთხი მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯორჯ ბუშის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონ ლარამდე გამოიყო.

თეგები: თბილისის მერია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

აგვისტო 14, 2021
792
მთავარი ამბავი

უსაფრთხოების მიზნით, ლორთქიფანიძის N10-დან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

აგვისტო 13, 2021
779
დედაქალაქი

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 12, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია