ჯვარი – მესტიის ცენტრალურ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოინგრა.
კლდიდან ჩამოცვენილმა ქვებმა გზა ჩახერგა. დაახლოებით, საათ-ნახევარია ავტოტრანსპორტი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილებას ვერ ახერხებს.
გზის გასაწმენდად სპეციალური ტექნიკაა საჭირო, რათა გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს და მიმოსვლა აღდგეს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია მობილიზებული.
ავტორი: თეა შონია











