რამზან კადიროვის 21 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ინფორმაციას Fontanka ავრცელებს.
„ვიცი, რომ ის ჭეშმარიტი ჩეჩნური ღირებულებების აღდგენის მომხრეა და მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდგენა ახალი მოვალეობების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, აიშატი დაკისრებულ ამოცანებს გაუმკლავდება“, – აცხადებს ჩეჩნეთის მეთაური.
აშატ კადიროვა 21 წლისაა. ის ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ის ასევე ხელმძღვანელობდა კადიროვის მეუღლის, მედნი კადიროვას მიერ დაფუძნებულ მოდის სახლს.









