fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა ბექაური: დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო, გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები

20:43 ივლისი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

„მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს, ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით კომუნიკაციების კომისიას ამ კომპანიებში დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა,“ – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე დარგობრივ კომიტეტთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მოხდა პოზიციების შეჯერება, კანონპროექტში შევიდა დაზუსტებები და მთავარი საკითხი, რომელიც ბიზნესს აწუხებდა – მოხსნილია.

„დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები. ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც გუშინ ოპერატორებს პრობლემა ჰქონდათ, გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას დროებითი მმართველის მიერ კომპანიის წილის ან აქტივების გასხვისებას ეხებოდა. ანუ იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არ შესრულდებოდა დროებით მმართველოს ჰქონდა შესაძლებლობა კომპანიის წილი ან აქტივი გაესხვისებინა – ასე იყო პროექტში. დღეს ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ დროებითი მმართველი თუ ვერ აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას იმ ვადაში რა ვადაც იყო კანონპროექტში მოცემული, მოვხსენით ეს ვადა და მმართველი დარჩება მანამ, სანამ კომისიის გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მაგრამ მას აღარ ექნება უფლებამოსილება კომპანიის წილი ან აქტივები გაასხვისოს. თუ ვერ აღსრულდა კომისიის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მეორე ამის დამაბალანსებელი, რომ რაღაც დროს აღსრულდეს კომისიის გადაწყვეტილება, შესაბამისად, მმართველი მანამდე უნდა არსებობდეს სანამ არ აღსრულდება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება,“ – განაცხადა სამუშაო შეხვედრის შემდეგ კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ასევე შეთანხმდნენ, რომ კანონში ცვლილება ორ საკითხს მოიცავს. კერძოდ, ცვლილება შეეხება მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც ბაზარზე კონცენტრაციის ცვლილებას გამოიწვევს და ასევე, ცვლილება შეეხება კომპანიის წილებისა და აქტივების კომისიის ნებართვის გარეშე გასხვისებას.

„კომიტეტზე წარდგენისას გუშინაც ვთქვი და დღეს დავაზუსტეთ ის გადაწყვეტილებები, რომლის არ შესრულების შემთხვევაშიც შეიძლება დროებითი მმართველი დანიშნოს კომუნიკაციების კომისიამ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანიშვნა რა თქმა უნდა სასამართლო კონტროლს გადის, ანუ სასამართლოში გასაჩივრებადია. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყეტილებები შემოფარგლული იქნება კონცრენტრაციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებით, ანუ ის გადაწყვეტილებები და კომპანიის ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და კონცენტრაციის ცვლილებას გამოიწვევს ბაზარზე. კერძოდ, ეს არის წილის უნებართვოდ გასხვისება, შერწყმა, აქტივების გასხვისება და იმ სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს შეიძლება ჰქონდეთ დაკისრებული. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, რომ ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების ნაწილში, რა თქმა უნდა კომისიის უფლებამოსილების ოდნავ გაფართოებაა, თუმცა, არა მნიშვნელოვნად, იმიტომ, რომ ერთი მხრივ კომისიის გადაწყვეტილებების არ შესრულებაზე მინიმუმ 4 ჯარიმა უნდა მიიღოს კომპანიამ, ანუ 1 გაფრთხილება და 3 ფულადი ჯარიმა, რომ ჩაირთოს დროებითი მმართველის მექანიზმი,“- განმარტა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

კომუნიკაციების კომისიას ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ მოქმედი კანონით მობილურ კომპანიებსა და რადიო კომპანიებში დროებით მმართველის დანიშვნა დღესაც შეუძლია.

„მობილური კომუნიკაციების კომპანიებს, რომლებიც არიან ლიცენზიების მფლობელები და ფლობენ სიხშირულ რესურსს, ან მინიჭებული აქვთ კომუნიკაციების კომისიისგან ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, კომუნიკაციების კომისიას დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა. უბრალოდ იქ არის ოდნავ განსხვავებული მექანიზმი, რომ სასამართლო ნიშნავს ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ხოლო აქ არის, რომ ჩვენ ვნიშნავთ და სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ კომპანიებს და სასამართლოს შეუძლია გააჩეროს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს ოდნავი სხვაობაა ამაში, ვინაიდან დღეს მნიშვნელოვანი ძალაუფლების კომპანიების, სილქნეტის, მაგთიკომის, ვიონი საქართველოს სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა დღევანდელი კანონმდებლობითაც იწვევს დროებითი მმართველის დანიშვნას და ეს მექანიზმი ლიცენზირებისა და ნებართველის შესახებ კანონში დღესაც დევს. შესაბამისად, ამ მხრივ კანონმდებლობაში არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება, სინამდვილეში უმარტივესი ცვლილებაა,“ – აცხადებს კახა ბექაური.

 

თეგები: კომუნიკაციების კომისია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ “ალტ ინფო“ უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო

ივლისი 30, 2021
779
საზოგადოება

მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების საუკეთესოდ შესრულებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ISO სერტიფიკატი მიიღო

თებერვალი 1, 2021
813
საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია მედიაჰოლდინგ „იმედის“ 100%-იანი წილის გასხვისებაზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 29, 2021
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია