თბილისის მერის განცხადებით, დეპუტატ ნინო წილოსანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა, თუმცა რეგულაციების დაცვით.
„ნინოსთან მქონდა კონტაქტი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველა რეგულაციის დაცვით. მასთან პირბადის გარეშე არ მქონია კონტაქტი, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ტესტი გაკეთებულია და არანაირ პრობლემას ეს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნინო წილოსანს კორონავირუსი, 19 ოქტომბერს დაუდგინდა და ის მკურნალობას სახლში გადის.











