fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კალაძე – ვფიქრობ, თბილისის მერიის ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, ისწავლონ და მიაღწიონ წარმატებას

20:55 მარტი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
929
ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სტუდენტთა დახმარების სოციალურ პროგრამას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ახალგაზრდებს მოუწოდა, პროგრამის მოთხოვნებს გაეცნონ, დარეგისტრირდნენ და მერიის დაფინანსებით ისარგებლონ.

კახა კალაძის განმარტებით, პროგრამა, როგორც ბაკალავრის, ისე სამაგისტრო მიმართულების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტებისთვის ჩვენ წელს გავზარდეთ სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება, რათა ფინანსურად დავეხმაროთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს. პროგრამაში შემოვიტანეთ გარკვეული ცვლილებები, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდეს. წელს 2 000-მდე ახალგაზრდას ექნება საშუალება, ჩაერთოს ამ პროგრამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ყველა განხორციელებული ინვესტიცია, რაც ხმარდება ახალგაზრდებს, მათ განათლებას სამომავლოდ ისევ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება. ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებს გვერდით დავუდგებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

თბილისის მერთან ერთად, სტუდენტთა დაფინანსების მნიშვნელობა, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარმა, ბაია სეხნიაშვილმა შეაჯამა.

„წელს პირველად მომეცა ამ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ მაქვს უფრო მეტი მოტივაცია, რომ წარმატებული სტუდენტი ვიყო. გპირდებით, უკან დაგიბრუნდებათ ის, რასაც ახლა აკეთებთ“, – განაცხადა ბაია სეხნიაშვილმა.

დედაქალაქის მერმა ასევე, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს ამოქმედდა. სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები

ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით. ეს არის კაფეებისა და რესტორნების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება. პანდემიის პირობებში და რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, ზოგადად, ამ მიმართულებას ძალიან გაუჭირდა. ამ ბიზნესების უკან დგანან ადამიანები, ოჯახები, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. მესმის, რომ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლოა, ეს საკმარისი არ იყოს, თუმცა ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე და იმ პირობებში, რომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებას დავეხმაროთ, 2 მლნ ლარი გამოიძებნა, რათა მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის თანადგომა მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამით ბევრი კომპანია ისარგებლებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია