fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კუჭავა: 18 ივლისს პარლამენტის სხდომა დახურულად გამოცხადდა დესტრუქციული ქმედებების გამო, გომელაურის მოწვევის სურვილი თუ იქნება, ამისთვის შესაბამისი პროცედურები არსებობს

14:30 ივლისი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

ხედავთ, დღესაც ძალიან სამართლიანად ჩვენი მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ პროტესტს პარლამენტის შენობაში და ამ ვითარებაში ხომ არ მიგაჩნიათ, რომ სრულიად არაადეკვატურია, დღევანდელი სხდომა არ დაიწყო გომელაურის მოსმენით, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.

სამადაშვილის თქმით, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოება შეკითხვებზე პასუხს ელოდება.

„ვერანაირ სხვა საკითხებზე მსჯელობა ვერ გადაფარავს იმას, რომ საზოგადოება ელოდება პასუხს შეკითხვებზე, რაც უკავშირდება 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებზე, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებზე. ჩემი აზრით, რეგლამენტის წესების დარღვევაა, რომ დღეს ჩვენ არ ვიწყებთ გომელაურის მოსმენით. თუ შეიძლება, განგვიმარტოთ, რატომ არ არის დღეს აქ გომელაური და რატომ არ დავიწყეთ დღევანდელი სხდომა მისი მოსმენით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილს უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და განუმარტა, 18 ივლისს პარლამენტის სხდომა დახურულად გამოცხადდა დესტრუქციული ქმედებების გამო.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მიწვევის სურვილი თუ იქნება, ამისთვის შესაბამისი პროცედურები არსებობს.

მისივე თქმით, შესაძლოა, ვახტანგ გომელაურის განმეორებით მოწვევასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები არსებობს და შესაძლოა, მოსმენა განმეორებით ჩაინიშნოს.

„სხდომა მაშინ დახურულად გამოცხადდა. სამწუხაროდ, ამის მიზეზი იყო დესტრუქციული ქმედებები, ძალადობა, რომელსაც დარბაზში ვხედავდით და ეს მიღებული ფორმა არის ხოლმე. ბიუროზეც ვისაუბრეთ ამაზე და ცალკეც ვისაუბრეთ კოლეგებთან ერთად, თუ სურვილი იქნება მოიწვიოთ, ამის შესაბამისი პროცედურები არსებობს, კომიტეტის სხდომა იქნება, თუ კვლავ რიგგარეშე სესიის სხდომა. შეიძლება, მოსმენა თავიდან ჩაინიშნოს, რისი უფლება გაქვთ თქვენც და შესაძლოა, ეს საკითხი ხელმეორედ იქნას განხილული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

თეგები: ვახტანგ გომელაურიკახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

დეკემბერი 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

ნოემბერი 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები – კახა კუჭავა

ოქტომბერი 9, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია