fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კუჭავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

18:37 თებერვალი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა იყო.

„შეხვედრისას ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და განხილული იქნა საქართველოში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტები.

„ბატონ ელჩთან ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც პანდემიის გამო არ უნდა შეფერხდეს, არამედ, პირიქით, უნდა გააქტიურდეს. მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში გვექნება შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში წინასწარ განსაზღვრული შედეგების მიღწევას.

ელჩთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, საქართველოს მიერ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას. ჩეხეთის მხარემ, კიდევ ერთხელ, დაგვიდასტურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება კიდევ ერთი დამხმარე ფაქტორი ჩვენი ქვეყნის ოფიციალური წევრობისთვის ევროკავშირში.

დღეს, აგრეთვე, მოვისმინე ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოში ახორციელებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პეტრ მიკისკას მოადგილე, ქალბატონი იანა გასპარიკოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია