საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მედიის მიმართ ძალადობას გმობს.
„მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია!
ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას!
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!“,- წერს კახა კუჭავა.
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. მათ ბოთლესა და ჯოხებს ესროდნენ.
ასევე ნახეთ:
- ტანკი თუ წამოვა, რომელზეც ამხედრებულია კარლ ჰარცელი, ჩვენ იმას დავუწვებით – ფალავანდიშვილი
- შოკისმომგვრელი კადრები… ჩემი კოლეგები ასეთი დაუცველები არ მინახავს – „კურიერის“ წამყვანის პირდაპირი ეთერი
- ყველაფერი გაკეთდება, რომ მათ ქალაქში ვერ გაიარონ! – მამა შალვა ღირსების მარშზე
- რუსთაველზე ჟურნალისტებს თავს ესხმიან! – „გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, დამტვრეულია კამერები… პირველად შემეშინდა!“
- არ დავუშვებ არავითარ ქაოსს!.. ორგანიზატორების უკან დგას სააკაშვილი – ღარიბაშვილის გაფრთხილება
- რუსთაველზე აქცია არ უნდა ჩატარდეს! – პრემიერის საგანგებო მიმართვა (ვიდეო)
- საპატრიარქო: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ აგრესიისგან, ჟურნალისტებზე ძალადობას ეკლესია გამართლებას ვერ მოუნახავს











