fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კუჭავა: გიორგი ანწუხელიძე არის გმირობის მაგალითი, რომელიც თაობებს გაჰყვება

17:38 აგვისტო 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
860
ნახვა

წარმატებას ვუსურვებ მერობის კანდიდატს, მის ძლიერ გუნდს. ვიცით, რომ ის პროცესები და განვითარება, რომელიც დაწყებულია, განვითარება ამ რეგიონში, გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ ხულოს ტურისტულ პოტენციალზე და ამ კუთხით მისი განვითარების მნიშვნელობაზე იუსაუბრა.

„წლების წინ, როდესაც ბეშუმს პირველად ვესტუმრე, იმდენად მოვიხიბლე, რომ იმის შემდგომ მრავალჯერ ვიყავი ამ მხარეში და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას, შევეცადე მომევლო სოფლები და გამეცნო მოსახლეობა. მოვიხიბლე იმ სითბოთი, სტუმარ-მასპინძლობით, სტუმართმოყვარეობით, რომელიც აქ დამხვდა. მინდა მთელმა საქართველომ, ტურისტებმა განიცადონ ეს – უნიკალურია ეს მხარე. ორი საათის მონაკვეთში ასეთი ცვალებადობა და სიმდიდრე, განსხვავებულობა გარემოს კუთხით, ნამდვილად გამორჩეულია არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. იწყება ზღვით, სუბტროპიკული ჰაერით, ამოდიხარ და უკვე წიწვოვანი, ზემოთ კი ალპური ზონაა. ულამაზესი კურორტები, ადგილები, ციხე-სიმაგრეები, ტბები, ჩანჩქერები, რომელიც აუცილებელია ნახოს ყველამ, ნახოს ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ, თუ რა სიმდიდრეა და ეს გაგვიჩენს შეგრძნებას, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ქვეყანას, სადაც გადახედავ ამაყად მდგარ სალ კლდეებს და ხვდები, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად თავისუფალია და ვერასოდეს ვერავინ დაგვაჩოქებს.

როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე, რომლის დაბადების დღეა დღეს, გმირი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავი შესწირა. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელიც თაობებს გაჰყვება.

ხულოში როდესაც ვიმყოფებით, ყოველთვის უნდა ვთქვათ ასევე, რომ ეს ხალხი არის მაგალითი, თუ რა არის შრომისმოყვარეობა, სტუმართ-მასპინძლობა და რაც ყველაზე მთავარია, განვითარება. განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს. თქვენც კარგად იცით ის პროექტები, რომელიც ხორციელდება, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული და ტურისტული. „გოდერძის“ კურორტი, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება და მეტ ტურისტს მოიზიდავს.

წარმატებას ვუსურვებ მერობის კანდიდატს, მის ძლიერ გუნდს. ვიცით, რომ ის პროცესები და განვითარება, რომელიც დაწყებულია, განვითარება ამ რეგიონში, გაგრძელდება. ჩვენ დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაცია ხდება, მალე უნდა დასრულდეს სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია, რომ შეიკრას ტურისტული მარშრუტის წრე, რათა უფრო მეტი ტურისტი მოდიოდეს არა მხოლოდ ბათუმიდან, დასავლეთიდან, არამედ სამხრეთიდანაც, სამცხე-ჯავახეთიდან, რადგან იქაც უმნიშვნელოვანესი ტურისტული პოტენციალია, რომელიც უფრო გაამდიდრებს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, რომ ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტებმა ნახონ და დატკბნენ ამ ულამაზესი მხარით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

თეგები: გიორგი ანწუხელიძეკახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

დეკემბერი 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

ნოემბერი 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები – კახა კუჭავა

ოქტომბერი 9, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია