fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოებში მასშტაბური საკადრო ცვლილებებია

13:37 თებერვალი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
984
ნახვა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოებში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დეპარტამენტის ხუთ რაიონულ სამმართველოში, ახალი ხელმძღვანელი დანიშნეს.

საკადრო ცვლილებების შემდეგ, თანამდებობები, მხოლოდ სამი – ახმეტის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს სამმართველოს ხელმძღვანელებმა შეინარჩუნეს.

თელავის პოლიციის სამმართველოს ოზურგეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ნუკრი ცარციძე უხელმძღვანელებს.

სიღნაღის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ჩოხატაურის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზურა მუჯირიშვილმა დაიკავა.

პოლიციის ახალი უფროსი ჰყავს საგარეჯოს, თანამდებობაზე ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლევან მაისურაძე გადაიყვანეს.

ყვარლის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ჩოხატაურის პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახა ბერუაშვილმა ჩაანაცვლა.

გურჯაანის პოლიციის სამმართველოს უფროსად კი, ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბესიკ აფაქიძე დაინიშნა.

პოლიციის რაიონულ სამმართველოებში გადაადგილებები, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ ბერიკაშვილის თანამდებობიდან წასვლას მოჰყვა. ბერიკაშვილმა, საკუთარ მოადგილეებთან ერთად პოსტი 27 იანვარს დატოვა.

დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლის არაოფიციალურ მიზეზად, 2020 წლის დეკემბერში, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მიერ ჩადენილი მკვლელობა დასახელდა, როცა მან თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ოთხი გასროლით,საკუთარ ავტომანქანაში მოკლა.

ზურაბ ბერიკაშვილი, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახა მურადაშვილმა ჩაანაცვლა.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

თეგები: კახეთიპოლიცია

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

თბილისსა და ბაღდათში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ნოემბერი 16, 2021
811
სამართალი

თბილისსა და ქობულეთში სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი ამოიღეს

ნოემბერი 6, 2021
790
საზოგადოება

დედოფლისწყაროში კორონავირუსის შემთხვევების გამო შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა

ოქტომბერი 15, 2021
809

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია