კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ერთ-ერთ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფორმაცია დაადასტურეს.
„ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა ტანამშრომელი უკვე გატესტილია და არცერთ მათგანს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა“, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.
დაფიქსირებული შემთხვევა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, პირველი დადასტურებული ფაქტია.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, კორონავირუსის 11 600 დადასტურებული შემთხვევაა.
მკურნალობის აქტიურ რეჟიმში იმყოფება, 180 პირი. აქედან 124 დატოვებულია ბინაზე, 56 კი, კოვიდკლინიკაში იმყოფება.
სექტემბრიდან დღემდე კოვიდ – 19 რეგიონში 11 307- მა პაციენტმა დაამარცხა, 113 მოქალაქე კი გარდაიცვალა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











