კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ზურაბ ბერიკაშვილმა დაკავებული პოსტიდან წასვლის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრს თავად მიმართა.
ინფორმაციას, დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაგომის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ბერიკაშვილთან ერთად თანამდებობას მიდის მისი მოადგილეებიც დატოვებენ. თავად ზურაბ ბერიკაშვილი, მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გააგრძელებს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას ბერიკაშვილი 2017 წლიდან იკავებდა.
ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, 2020 წლის 25 დეკემბერს კახეთში მომხდარი რეზონანსული მკვლელობისთანავე ვრცელდებოდა, როცა თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლა.
იმ დროისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება არ დაადასტურა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი








