კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მომხდარი, 10 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო.
მცირეწლოვანის რეაბილიტაციის მიზნით, მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს.
გოგონას ოჯახს მედიასთან კონტაქტი არ სურს და ფაქტსაც არ ადასტურებს.
ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაპატიმრებულია 31 წლის მამაკაცი. მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებულს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ ოჯახთანაც.
ახლობლები ჰყვებიან, რომ ის ხშირად ძალადობდა საკუთარ შვილებზე და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლესაც.
დაზარალებული გოგონა, მამაკაცის მეუღლის ნათესავია და დედასთან ერთად, მის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს მამაკაცის ოჯახის წევრები და ის მცირეწლოვნები, რომლებიც სავარაუდოდ, გოგონაზე ძალადობის ფაქტს შეესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე, 126- ე და 151- ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 15- დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











