ხუთი მგზავრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. რის შედეგადაც, დაშავებული მოქალაქეები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი








