გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირებული მძღოლის კონტაქტების რაოდენობა, 20-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა მათგანს ტესტირება ჩაუტარდა.
„კონტაქტების რაოდენობა გაიზარდა. ინფიცირებულ პირთან კავშირში მყოფი 20 პირი გამოვლინდა, რომლებსაც ავუღეთ ბიოლოგიური მასალა და ყველა უარყოფითია. ამის მიუხედავად, ყველა გადავა თვითიზოლაციაში და ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, ისევ გაიტესტება“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
კოვიდ-19 სოფელ ჩუმლაყში, სომხეთიდან ჩამოსულ ტრაილერის მძღოლს, გუშინ, მეოთხე ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა. მას, ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, 7215 პირია გამოკვლეული, აქედან 40 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
ასევე, დაგაინტერესებთ: გურჯაანში გაფართოებულ ტესტირებას სამასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარებენ
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











