უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში.
ასაკოვანი ქალი იმ დროს დაიწვა, როცა საკარმიდამო ნაკვეთის დასასუფთავებლად, ბალახს წვავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლში მარტო ცხოვრობდა და ნაკვეთშიც მხოლოდ თვითონ იმყოფებოდა.
მეზობლები ამბობენ, რომ ხმელი ბალახის აალება სწრაფად მოხდა და ქალმა თავის დაღწევა დროულად ვერ შეძლო.
მიღებული დამწვრობის შედეგად, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











