მსხვერპლით დასრულდა ხანძარი კახეთში- მძიმე დამწვრობით მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, საგარეჯოში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოულოდნელად გაუჩნდა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო ოჯახის ერთ ერთმა წევრმა, შენობის დატოვება ვერ მოახერხა.
მიღებული დამწვრობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი,ამ დროისათვის უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










