გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, კორონავირუსით მცირეწლოვანი დაინფიცირდა.
ვირუსი ორი წლის ბავშვს 21 ოქტომბერს დაუდასტურდა. კოვიდ-19 ბავშვის ბებიასაც აღმოაჩნდა, რომელიც მცირეწლოვანს უვლიდა.
ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათთან კონტაქტში ყველა პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
კახეთში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე, ბავშვების დაინფიცირების 23-ე შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ყველაზე უმცროსი, ცხრა თვის იყო.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 გადააჭარბა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











