კახეთში, კორონავირუსით, ერთ-ერთი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი დაინფიცირდა. ხელმძღვანელის ინფიცირების მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულება პაციენტების მიღებას აგრძელებს და მუშაობა არ შეუწყვეტია.
კოვიდ 19- ით ინფიცირებულია, კლინიკის დირექტორის მეუღლეც. ოჯახი, ჯერჯერობით, ბინაზე მკურნალობს.
კორონა ვირუსითაა დაინფიცირებული, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და მისი მდივანიც.
ინფიცირების წყარო, ორივე შემთხვევაში უცნობია. პაციენტები მკურნალობას ბინაზე გადიან.
კოვიდ 19-ით დაავადდა თელავის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ხუთი ექიმი და ერთი ექთანიც.
ბოლო 24 საათში, რეგიონში, კორონავირუსის 238 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სექტემბრიდან დღემდე, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 16 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











