კახეთში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ერთი 43 წლის მამაკაცია, რომელიც თბილისში მკურნალობდა. რთული თანმხლები დაავადების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კორონავირუსს ემსხვერპლა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები 73 წლის პენსიონერიც, რომელიც თბილისში, კოვიდკლინიკაში იყო მოთავსებული.
მესამე გარდაცვლილი თელავში მცხოვრები 73 წლის მამაკაცია.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსით 5 პაციენტია გარდაცვლილი.
ავტორი – ხათუნა გულიაშვილი











