კოვიდ-19 თელავში მდებარე ერთ- ერთი ბანკის ფილიალის თანამშრომელს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებსა და ინფიცირების წყაროს ადგენენ.
ბანკის თანამშრომელთან ახლო ურთიერთობაში მყოფი პირები, ექიმებმა თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
კვლავ კარანტინია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, სადაც საველე კარავში, ადგილობრივების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს უფასო PCR ტესტირება უტარდებათ.
მთლიანად, კახეთში ინფიცირების 88 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 44 პაციენტი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











