კახეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა.
„კოვიდ“-19 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორ მცირეწლოვანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ , დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
„ბავშვები უკვე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მალე ორივე მათგანს სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ. ლაგოდეხში უკვე ჩამოყალიბდა სამი კლასტერი და სამივე აჭარას უკავშირდება“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, ექვსი კლასტერია ჩამოყალიბებული და კორონა ვირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირუსის პრევენციისათვის სამედიცინო კარვები დგას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში
კარვებში ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, საეჭვო პირს, ტესტირება ჩაუტარდება
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











